სახანძრო უსაფრთხოების სისტემები
სახანძრო უსაფრთხოება სხვადასხვა ტიპის სისტემაზეა დაპროექტებული. მათი კოორდინირებული მუშაობა უზრუნველყოფს ხანძრის მყისიერ გამოვლენას, მომწავმლელი კვამლის გარეთ გამოწოვას და ხანძრის ლიკვიდაციას.

თითოეული შენობა ხასიათდება კონფიგურაციით, რაც გულისხმობს ინდივიდუალური ხანძარქრობის სისტემების დაპროექტების თუ მონტაჟის საჭიროებას. სახანძრო უსაფრთხოების კუთხით, იმპოსტი მეპ გთავაზობთ:
- საპროექტო მომსახურებას;
- ავტომატურ სახანძრო სისტემებს;
- სახანძრო სიგნალიზაციის სისტემებს;
- ადამიანთა ევაკუაციის მართვის სისტემებს;
- სახანძრო ვენტილაციის სისტემებს (ჰაერის დაწნეხვა, კვამლის გაწოვა, სუფთა ჰაერის შენობაში შემოტანა);
- ცეცხლმაქრების ინსპექტირებას და დამუხტვას;
- საევაკუაციო გეგმის შედგენას.