ვინ ვართ ჩვენ საინჟირნო კომპანია იმპოსტი MEP

Imep, ანუ “იმპოსტი მეპ” არის წამყვანი საინჟინრო კომპანია საქართველოში, რომელიც შექმნილია საერთო ხედვების მქონე, მაღალკვალიფიციური გუნდის მიერ და უკვე მრავალი წელია მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის საინჟინრო მომსახურებას.

იმპოსტი მეპ-ის საინჟინრო გადაწყვეტები მომხარებლებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაზეა ორიენტირებული. 

კომპანია შეიქმნა საერთაშორისო გამოცდილების მქონე ინჟინრების გუნდის მიერ, რომლის წევრებიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ევროპის მოწინავე ქვეყნებში მასშტაბურ პროექტებზე მუშაობდნენ. გუნდი შედგება როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სპეციალისტებისგან. Imep ფეხს უწყობს ტექნოლოგიურ პროგრესს და მუდმივი განვითარების რეჟიმში ნერგავს ახალ სტანდარტებს საინჟინრო პროდუქტებისა თუ მომსახურების მიმართულებით.

იმპოსტი მეპის დაარსების მიზანი იყო, სხვადასხვა საინჟინრო სერვისების ერთიან სისტემად ჩამოყალიბება და მომხმარებლებისათვის საინჟინრო კომუნიკაციების სრული სერვისის მიწოდება.

იმპოსტი მეპ იძლევა უმაღლესი ხარისხის გარანტიას, რადგან თანამშრომლობს საერთაშორისო კომპანიასთან და იყენებს მსოფლიოში აღიარებული ბრენდების პროდუქციას.

Imep-ის მეირ შესრულებული სამუშაო სრულად აკმაყოფილებს საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და ტექნიკურ რეგლამეტებს. სამუშოები სრულდება შრომის უსაფრთხოების წესების აბსოლიტური დაცვით. ობიექტზე მომუშვე თითოეული პერსონალი აღჭურვილია უსაფრთხოების დამცავი საშუალებებით.

რა არის ჩვენი მიზანი კომპანიის მიზანი

Imep-ის მიზანია საქართველოში ახალი საინჟირო სტანდარტის დაწესება უმაღლესი ხარისხის სერვისის მიწოდებითა და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებით.

ჩვენი მიზანია შევქმნათ საინჟირო მომსახურების ახალი სტანდარტი და ვიყოთ უმაღლესი ხარისხის, პროდუქტის მიმწოდებელი MEP სფეროში. გვჯერა, რომ მომხარებელზე ორიენტერბული სტრატეგიითა და მუდმივი ტექნოლოგიური პროგრესით განვავითარებთ კომპანიას და მთელ ინდუსტრიას. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენი გუნდის წევრების განვითარებაზე, რადგან ვფიქრობთ, რომ კომპანიის ზრდა პირდაპირ პროპორციულია ჩვენი თითოეული თანამშრომლის ინდივიდუალური ზრდისა.

რას ვსაქმიანობთ იმპოსტი მეპ-ის საქმიანობა სრულად მოიცავს საინჟინრო სერვისებს:

  • პროექტის მომზადება;
  • პროექტის შემოწმება/კორექტირება;
  • საინჟინრო სისტემების მიწოდება/მონტაჟი, საქართველოში მოქმედი საკანონდებლო ნორმების შესაბამისად;
  • შუამავლობა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, მომზადებული პროექტისა და დამონტაჟებული საინჟინრო კომუნიკაციების შეთანხმების უზრუნველყოფა, კანონით დადგენილი წესით;
  • პარტნიორ კომპანიებს ვთავაზობთ დროულ და ხარისხიან მომსახურება, რომლსაც კვალიფიციური კადრები აწარმოებენ.
    ჩვენთან თანამშრომლობით, კომპანიები ზოგავენ დროს, ხარჯებსა და ენერგიას.

პარტნიორები